ქათამი მანდარინით

მასალა: 600გრ. ქათმის ფილე, 3ც. მანდარინი ან 2 ც. საშუალო ზომის ფორთოხალი, 150გრ. მაგარი ყველი, 0,5 ჭიქა არაჟანი, მარილი, პილპილი, მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად. გასაფორმებლად: სალათის ფოთლები, კონსერვირებული პომიდვრები, მიხაკი, 1ც. ფორთოხალი, ან დიდი ზომის მანდარინი.
მომზადება: ქათმის ფილე დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად, ოდნავ დავბეგვოთ, წავუსვათ მარილი და პილპილი. მანდარინს გავაცალოთ ქერქი და ამოვიღოთ კურკები. დაბეგვილ ფილეებზე დავალაგოთ მანდარინის ნაჭრები (რამდენიც დაეტევა თითო ფილეზე, დაახ. 2-3ც.), გადავახვიოთ რულეტივით და დავამაგროთ ,,კბილის ჩხირით". რულეტები ჩავალაგოთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში, მოვასხათ არაჟანი (კარგად გავანაწილოთ) და ვაცხოთ 40-50 წთ. წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220 გრადუსზე. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, მოვაყაროთ შეწვარ რულეტებს და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 5-10 წუთით, ვიდრე ყველი დადნება. მზა რულეტები დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე, გვერდზე შემოვაწყოთ კონსერვირებული პომიდვრები (ან პომიდორი ჩილი). ერთ მთლიან მანდარინს (ან ფორთოხალს) დავარჭოთ მიხაკები და მოვათავსოთ თეფშის ცენტრში.
რჩევა: ამ კერძის მომზადების დრო საგრძნობლად შემცირდება თუ რულეტებს წინასწარ შევწვავთ ტაფაზე და შემდეგ გადავიტანთ გამსაცხობ ფორმაში, სადაც მოვასხავთ არაჟანს და მოვაყრით ყველს.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !