ტორტი ქალის თითები
მასალა ცომისათვის: 6 კვერცხი, 1,5 ჭიქა წყალი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 150 გრ. კარაქი.მასალა კრემისათვის: 2 ჭიქა ცივი არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი, 50 გრ. შოკოლადი (გახეხილი, ან დამდნარი).
მომზადება: წყალი ავადუღოთ, ჩავუშვათ შიგ კარაქი და დავადნოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თან ვურიოთ, ჩავყაროთ ფქვილი. კარგად ავურიოთ და გავაციოთ. გაგრილებულ ცომში ჩავახალოთ თითო-თითოდ კვერცხები, ვურიოთ ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. საკონდიტრო ტომრით ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ ცომი 3-5 სმ. სიგრძის თითების მსგავსად. გამოვაცხოთ 15 წუთი 200-220 გრადუსზე. კრემისათვის არაჟანი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ვიდრე შაქარი არ დადნება. ჩავალბოთ მასში გამომცხვარი თითები და დავალაგოთ ჩვენი სურვილის მიხედვით. თავზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
რჩევა:შეგვიძლია თითები დავალაგოთ ფენა-ფენა, თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი და ბოლოს მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.
0 კომენტარი:
Post a Comment