ტორტი ზახერი
მასალა: 300გრ. შავი შოკოლადი, 1 ჭიქა წყალი, 130გრ. კარაქი, 1ჭიქა შაქარი, 3ც. კვერცხი, 150გრ. ფქვილი, 30გრ. კაკაო, 120გრ. გარგარის ჯემი, ნაღები (სქელი) 150გრ.მომზადება: 23 სმ. დიამეტრის ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი,ჩავაფინოთ პერგამენტი და ზემოდანაც გადავუსვათ პერგამენტს კარაქი. 100გრ. შოკოლადი დავადნოთ წყლის აბაზანაზე წყალთან ერთად და გავაგრილოთ. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად შაქრის დადნობამდე, თანდათან, ისე რომ მიქსერი არ გამოვრთოთ, დავამატოთ კვერცხები, შემდეგ გაცრილი ფქვილი და დამდნარი შოკოლადი. მიღებული მასა გადავიტანოთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახ. 1 საათი. შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და ბისკვიტი დავტოვოთ შიგ 10 წუთით. გამოვიღოთ, დავდოთ ღუმელის გისოსზე და გავაგრილოთ. 200გრ. შავი შოკოლადი დავადნოთ ისევ წყლის აბაზანაზე და დავამატოთ ნაღები. გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე 2 ფენად, ერთს წავუსვათ გარგარის ჯემი და ზემოდან დავაფაროთ მეორე ფენა. დავდოთ ისევ გისოსზე და დავიწყოთ შოკოლადის წასმა, გვერდებზე. დარჩენილი შოკოლადი ისევ გავათბოთ წყლის აბაზანაზე და ნამცხვარს თავზეც გადავუსვათ. მზა ტორტი, საკონდიტრო ტომრის მეშვეობით შეგვიძლია ზემოდან გავაფორმოთ შოკოლადის საფირმო წარწერით: Sacher
0 კომენტარი:
Post a Comment