ვაშლის ბლითები
მასალა: 3-4 დიდი ზომის ვაშლი (უმჯობესია მომჟავო ჯიშის), 100გრ. კარაქი, 200 მლ. რძე, 1/2 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 2 კვერცხი, 5ს.კ. ფქვილი, ვანილი, 2 ს.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ცედრა, 2 ს.კ. ლიმნის წვენი, 1 ჭიქა მცენარეული ზეთი.მომზადება: კარაქი დავადნოთ, დავამატოთ რძე, საფუარი, ათქვეფილი კვერცხები, შაქარი. მოვზილოთ ცომი, დავამატოთ ცედრა და ვანილი. დავაცადოთ ვიდრე ცოტა ამოფუვდება. ამასობაში, ვაშლები გავფცქვნათ, მთელსვე ამოვუღოთ გული და დავჭრათ წრეებად. მოვაპკუროთ ლიმნის წვენი, რომ არ გაშავდეს. გავაცხელოთ ღრმა ტაფაში ზეთი. დაჭრილი ვაშლები სწრაფად ამოვავლოთ გამზადებულ ცომში და მაშინვე გადავიტანოთ გახურებულ ტაფაში და შევწვათ ვიდრე ხრაშუნა და ოქროსფერი კანი გაუჩნდება. შეწვის დროს ვაშლები გადავაბრუნოთ ერთხელ.
გემრიელია
ReplyDelete