ყველის სუფლე
მასალა: 100გრ. კარაქი, 100გრ. ფქვილი, 150 გრ. მშრალი, ნაკლებმარილიანი ყველი, 200მლ. რძე, 4 კვერცხი, მწიკვი მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი.მომზადება: კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ, ყველი გავხეხოთ, რძე შევათბოთ. კარაქი დავადნოთ, გადავიტანოთ თასში, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გულები, რძე, მარილი გემოვნებით, პილპილი, მუსკატის კაკალი და გახეხილი ყველი. კარგად მოვურიოთ. ცალკე თასში მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და თანდათანობით დავუმატოთ ყველიან მასას. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სუფლეს მასა გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებში და აირღუმლის ზედა თაროზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფლე ლამაზ ოქროსფერს რომ მიიღებს და ამოიბურცება უკვე მზადაა. სუფლე ცხელი უნდა მივიტანოთ სუფრაზე.
0 კომენტარი:
Post a Comment