ალუბლის სოუსი
მასალა: 0,5 კგ. ალუბალი, 200მლ. ალუბლის წვენი, 2ც. მიხაკი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი, 1ს.კ. შაქარი, 0,5 ს.კ. კარტოფილის ფქვილი.მომზადება: ალუბალი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, გადავიტანოთ საწურზე, რომ დაიწუროს. პატარა ქვაბში ჩავასხათ 200მლ. ალუბლის წვენი,დავამატოთ მიხაკი, დარიჩინი, შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადავწუროთ დოლბანდში. კარტოფილის ფქვილი გავხსნათ მცირე რაოდენობის წყალში და შემდეგ ჩავამატოთ სოუსს. წამოვადუღოთ. ბოლოს, სოუსში ჩავამატოთ ალუბლები, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვხარშოთ რამოდენიმე წუთი, გამოვრთოთ და გავაგრილოთ.
რჩევა: ცხელი ალუბლის სოუსი შეგვიძლია მოვასხათ ნაყინს ან სუფრაზე მივიტანოთ ხორცის კერძებთან ერთად. ცივი ალუბლის სოუსი კი ძალიან უხდება ხაჭოს ნამცხვრებს, ან ხაჭოსგან დამზადებულ ნებისმიერ კერძს.
0 კომენტარი:
Post a Comment