ომლეტი თევზით და ზეთისხილით
მასალა: 250გრ. დამარილებული ორაგული ან კალმახი, 4 კვერცხი, 70გრ. კარაქი, 100გრ. მაიონეზი, 1 ლიმონი, 80 გრ. უკურკო ზეთისხილი, კამა, ოხრახუში, 2ს.კ. ფქვილი, 2ს.კ. კარტოფილის ფქვილი, მარილი პილპილი, მცენარეული ზეთი.მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ ფქვილთან, კარტოფილის ფქვილთან და მაიონეზთან ერთად. დავამატოთ პილპილი გემოვნებით. მწვანილი დავაქუცმაცოთ ბლენდერში, დავამატოთ 2 ს.კ. კვერცხიანი მასა. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ზეთი და დავასხათ კვერცხიანი მასა (მწვანილის გარეშე). მწვანილიანი მასა კი პორციებად დავალაგოთ ომლეტის ფენაზე - თითო-თითო ჩაის კოვზი.ზეთსხილი წრეებად დავჭრათ და დავალაგოთ მწვანილიანი მასის შუალედებში. მოვათავსოთ თუნუქის ფურცელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ ომლეტი 10 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ომლეტი გამოვიღოთ და პერგამენტიანად გადავაბრუნოთ პერგამენტითვე დაფენილ დიდ დაფაზე. ფრთხილად მოვაცალოთ პერგამენტის ზედა ფენა და ომლეტი ოდნავ გავაგრილოთ. გულსართის მოსამზადებლად თევზი დავჭრათ პატარა კუბებად და ავურიოთ დარბილებულ კარაქთან ერთად. თევზიანი მასა გადავიტანოთ ომლეტის მოგრძო მხარეზე, მივცეთ ძეხვის ფორმა და ქვედა პერგამენტის დახმარებით მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით. შემოვახვიოთ პერგამენტი, მოვათავსოთ მაცივარში 2 საათით და შემდეგ დავჭრათ სასურველ პორციებად.
0 კომენტარი:
Post a Comment