ყავა შოკოლადით
მასალა: 150მლ. წყალი, 2 ჩ.კ. დაფქვილი ყავა, 1/3 ჭიქა რძე ან ნაღები, ნატეხი მწარე (შავი) შოკოლადი.მომზადება: ჯეზვეში (ყავადანი) ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ყავა და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. პატარა ემალირებულ ჭურჭელში ჩავასხათ რძე და ისიც დაბალ ცეცხლზე დავდგათ. შოკოლადი გავხეხოთ და დავამატოთ რძეში, დაველოდოთ ვიდრე ცოტა დადნება და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოდუღებული ყავა ჩავასხათ ჭიქაში 2/3-ზე და გადავავსოთ რძანი ყავით.
0 კომენტარი:
Post a Comment