ორცხობილა სოკოები
მასალა: 500გრ. ხორბლის ფქვილი, 1/2 ჭიქა შაქარი, 1კვერცხი, 200გრ. კარაქი, 200გრ. არაჟანი, 1/2 ჩ.კ. სოდა.
სიროფისათვის: 4ს.კ. შაქარი, 1ჩ.კ. კაკაო, 2ს.კ. ყაყაჩოს თესლი.
მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კარაქი, არაჟანი, მარილი, სოდა და ავურიოთ კარგად. თანდათან ჩავყაროთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი დავჭრათ წრეებად და თითოეულისგან გამოვძერწოთ სოკოს ,,ქუდი". ცომის დარჩენილ ნაწილს მივცეთ ძეხვის ფორმა, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ისე რომ სოკოს ,,ფეხებად" გამოდგეს, ყველაფერი დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. სიროფისათვის შაქარი ავურიოთ 1 ჭიქა წყალთან ერთად, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ შესქელებამდე. გამომცხვარ ,,ქუდში", შიდა მხრიდან გავაკეთოთ პატარა ორმო, სოკოს ,,ფეხი" დავასველოთ სიროფში და ჩავარჭოთ ,,ქუდში". გამზადებული ,,სოკო" ამოვაბრუნოთ, ფეხის ქვედა ნაწილი დავასველოთ სიროფში და შემდეგ ჩავყოთ ყაყაჩოს თესლში. დარჩენილ სიროფში დავამატოთ კაკაო და მივიყვანოთ ადუღებამდე. მიღებულ სიროფში ამოვავლოთ სოკოს ,,ქუდები" და გავაშროთ.
0 კომენტარი:
Post a Comment