სტაფილოს მურაბა
მასალა: 2 კგ. სტაფილო, 1.200კგ. შაქარი, ვანილი, ლიმნის მჟავა, გრძლად დაჭრილი ლიმნის კანი.მომზადება: ხასხასა ფერის სტაფილოები გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ 1სმ. სისქის წრეებად, ან სასურველ ფორმებად. ლიმნის კანთან ერთად ვხარშოთ ვიდრე არ დარბილდება და გავაგრილოთ. 1კგ. ასე მომზადებული სტაფილოსათვის გავაკეთოთ სიროფი 1კგ. შაქრისა და 300მლ. წყლისაგან. სტაფილოს დავასხათ მდუღარე სიროფი და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. 8 საათის შემდეგ, მურაბა ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე, დავამატოთ კიდევ 200გრ. შაქარი და ვხარშოთ ვიდრე სტაფილო გამჭვირვალე გახდება, სიროფი კი საკმაოდ სქელი. დავამატოთ 1ჩ.კ. ლიმნის მჟავა და როცა ცოტა გაგრილდება დავამატოთ ვანილი. მურაბა გადავიტანოთ სტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ.
0 კომენტარი:
Post a Comment