სიმიდის ჩიფსები

მასალა: 200მლ. მდუღარე წყალი, 200გრ. სიმინდის ფქვილი, 100გრ. ხორბლის ფქვილი, 2ს.კ. მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით, სურვილის შემხვევაში გამაფხვიერებელი ან ნახევარი ჩ.კ. მშრალი საფუარი, წითელი წიწაკა დაფქვილი, 1 კბილი ნიორი. ზეთი შესაწვავად (თუ ტაფაზე შევწვავთ, ხოლო თუ ღუმელში გამოვაცხობთ, მაშინ აღარ დაგვჭრდება და ჩიფსებიც უფრო დიეტური გამოვა).
მომზადება: ჯამში გავცრათ სიმინდის ფქვილი, დავასხათ 200მლ. მდუღარე წყალი, კარგად ავურიოთ და დავაფაროთ ჯამს ჩაის ტილო, გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ დავამატოთ მარილი, წიწაკა, ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი (უნივროდაც შეიძლება), მოვაყაროთ ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი ან მშრალი საფუარი. მოვზილოთ ცომი, დავყოთ რამოდენიმე ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხელ ფენად. დავჭრათ სხვადასხვა ფორმებად და შევწვათ ბევრ ზეთში. შემწვარი ჩიფსები დავალაგოთ ქაღალდზე, რომ დაიწუროს და გაშრეს კარგად.
გემრიელად ახრამუნეთ!
რჩევა: თქვენი სურვილით ცომში შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ინგრედიენტი, რისი გემოც მოგწონთ (შეიძლება გატარებული სოკო ხახვით, ძეხვი, კარტოფილი და ა.შ.).

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !