აღმოსავლური ტკბილეული ჩაკ-ჩაკი
მასალა: 3ც. კვერცხი, 4ჩ.ჭ. ფქვილი, 1ს.კ. არაყი, მწიკვი მარილი, სოდა დანის წვერზე. 0,5 ჩ.ჭ. შაქარი, 50გრ. ქიშმიში, 50 გრ. თხილი ან ნიგოზი. (ასევე შეიძლება სხვადასხვა ჩირი). ზეთი ფრიტიურისთვის (შესაწვავად).სიროფისათვის: 0,5ჩ.ჭ. შაქარი, 1 ჭიქა თაფლი.
მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, ჩავამატოთ არაყი, შაქარი, და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი და სოდა. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ 20-30 წუთით. მზა ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ გრძელ ზოლებად. თითოეული ზოლი კი 3-4სმ. სიგანეზე დავჭრათ. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ. მასში პორციებად ჩავუშვათ დაჭრილი ცომი და მოვბრაწოთ ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. ამოვიღოთ და დავყაროთ ქაღალდზე რომ ზედმეტი ზეთი შეაშრეს. ამის შემდეგ, თხილი დავჭრათ, ხოლო ქიშმიშს (ან სხვადასხვა ხილის ჩირს) გადავავლოთ მდუღარე წყალი. ერთმანეთში ავურიოთ მობრაწული ცომის ნაჭრები, თხილი და ქიშმიში. მოვამზადოთ სიროფი: ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში დავადნოთ თაფლი, ჩავყაროთ შიგ შაქარი და ვხარშოთ, თან გამუდმებით ვურიოთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ დადნება. მოვასხათ ჩაკ-ჩაკს მომზადებული სიროფი და კარგად ავურიოთ სწრაფად. ვიდრე თაფლი ისევ თბილია, დესერტს მივცეთ სასურველი ფორმა და მოვათავსოთ ლამაზ ჭურჭელზე და დავაცადოთ ვიდრე არ გამაგრდება.
0 კომენტარი:
Post a Comment