ბროწეულის სოუსი
მასალა: 3კგ. ბროწეულის მარცვალი, 0,5 ჩ.კ. მარილი.მომზადება: გარჩეული ბროწეულის მარცვლები ჩავყაროთ დიდ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ავიღოთ ხის დიდი კოვზი და ხის საჭყლეტი (პიურესთვის რასაც ვიყენებთ). დავიწყოთ მარცვლების ჭყლეტვა და თან მორევა, რომ არ მიიწვას. თანდათან დაიწყება წვენის გამოყოფა. ვჭყლიტოთ, ვიდრე ბროწეულის კურკები არ გათეთრდება. ამის შემდეგ მასა გადაგვაქვს საწურზე, რომელსაც ქვეშ უნდა შევუდგათ რაიმე ჯამი ან ქვაბი, რომ წვენი შიგ ჩავიდეს. საწურშიც ისევ ვაგრძელებთ მარცვლების ჭყლეტას და მორევას. შეგვიძლია ჩავიცვათ რეზინის ხელთათმანი და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ხელით. როცა უკვე წვენი მთლიანად გამოიწურება, გადავდებთ საწურს, ხოლო ჯამს (ან ქვაბს), რომელშიც ჩაიწურა წვენი ვდგავთ ისევ ცეცხლზე. ვაგრძელებთ მორევას გამუდმებით, როცა წამოდუღდება ისევ უნდა ვურიოთ, მანამ სანამ წვენი არ დაიწყებს გასქელებას, სითხე კი ნელნელა უნდა აორთქლდეს. იმისათვის რომ მივხვდეთ სოუსი მზად არის უკვე თუ არა, პატარა კოვზით ამოვიღოთ და თეფშზე გავაციოთ. მასა უნდა იყოს არაჟნის სისქის. ამის შემდეგ გამოვრთოთ და დავამატოთ მარილი. სოუსი უნდა გაცივდეს კარგად, შემდეგ გადავიტანოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.
ასეთი სოუსი ძალიან უხდება თევზს და ხორცეულს. 3კგ. მარცვლისგან დაახლოებით 1 კილო სოუსი გამოვა
0 კომენტარი:
Post a Comment