ბანანის ბურთულები დარიჩინით
მასალა: 2 ჩ.კ. მცენარეული ზეთი + დაახ. 1 ჭიქა შესაწვავად, 1,5 ჩ.ჭ. ფქვილი, 2ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1,5 ჩ.კ. დაფქვილი დარიჩინი, 1/3 ჩ.ჭ. შაქარი + 1/2 ჩ.ჭ. ამოსავლებად, 1ც. დიდი კვერცხი, 0,5 ჩ.ჭ. რძე, 1 ც. მწიფე ბანანი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ ბანანის ექსტრაქტი 1/4 ჩ.კ.მომზადება: დიდ ჯამში ავურიოთ ერთად ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი და 1/3 ჩ.ჭ. შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ დანარჩენი ინგრედიენტები: კვერცხი, დაჭყლეტილი (ან დაბლენდერებული) ბანანი, მცენარეული ზეთი. დავამატოთ ბანანის ექსტრაქტი, თუ გვსურს. დაბალ თეფშზე დავყაროთ ერთად 1 ჩ.კ. დარიჩინი და 1/2 ჩ.ჭ. შაქარი და გადავდოთ ცალკე (დაგვჭირდება ბოლოს, ბურთულების ამოსავლებად). ამის შემდეგ მშრალი ინგრედიენტები და ბანანის ნაზავი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღრმა ტაფაში ჩავასხათ მცენარეული ზეთი დაახ. 2 თითის სისქეზე და გავაცხელოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ ბურთულები და სათითაოდ ჩავუშვათ მდუღარე ზეთში, შევწვათ ვიდრე არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. მზა ბურთულები ამოვიღოთ ზეთიდან, ცოტა ხნით მოვათავსოთ ქაღალდზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს და შემდეგ, თბილივე ამოვავლოთ წინასწარ მომზადებულ დარიჩინისა და შაქრის ნაზავში.
0 კომენტარი:
Post a Comment