ყაბაყის კროკეტები
მასალა: 1.3კგ. ყაბაყი, 1თავი ხახვი, 3ც. კვერცხი, 2 ჭიქა საფანელი, 2ს.კ. ხორბლის ფქვილი, 4ს.კ.ზეითუნის ზეთი, 2ჭიქა მცენარეული ზეთი, 6ც. პომიდორი, 6-7 ღერი ოხრახუში, მარილი გემოვნებით.მომზადება: ყაბაყი და ხახვი გაფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი და ყაბაყი, ტაფას თავზე დავაფაროთ სახურავი და მოვთუშოთ ბოსტნეული ვიდრე არ დარბილდება. ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ ფქვილი და 2ს.კ. ზეითუნის ზეთი, ჩაასხით ყაბაყის მასაში, აურიეთ და მოაყარეთ მარილი. მზა მასა გადაიტანეთ ჯამში და გადააკარით თავზე ცელოფანი (რომ არ გახმეს) და გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი. უკვე გაგრილებული ბოსტნეულის მასისგან გააკეთეთ კროკეტები (ბურთულები), ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ კი - საფანელში. შეწვით კროკეტები ღრმა ტაფაში, ან ქვაბში, ვიდე არ დაიბრაწება. (თითო ჯერზე 3-4ცალზე მეტი არ ჩაუშვათ შესაწვავად). სუფრასთან მიიტანეთ დაჭრილ პომიდორთან ერთად. გააფორმეთ მწვანილით.
0 კომენტარი:
Post a Comment