ყველის ჩხირები
მასალა: 300გრ. მაგარი ყველი, 2ც. კვერცხი, საფანელი ამოსავლებად, მცენარეული ზეთი შესაწვავად.მომზადება: ყველი დავჭრათ 6-7სმ. სიგრძის მართკუთხა ჩხირებად. კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით. თითოეული ყველის ჩხირი ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში. ასე გავიმეოროთ 2-3ჯერ. ჩხირები შევწვათ ყველა მხრიდან წინასწარ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაში.
გემრიელად მიირთვით!
0 კომენტარი:
Post a Comment