ფენოვანი ცომი

მასალა: 3 ჭიქა ფქვილი უმაღლესი ხარისხის (გაცრილი), 1ც. კვერცხი, 1,5 ჭიქა წყალი, 250გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული მარგარინი.
მომზადება: ფქვილი გავცრათ დიდ ჯამში, და შუაში ამოვაღრმავოთ. ცალკე ქილაში ჩავახალოთ კვერცხი, დავასხათ1 ჭ. წყალი, ავთქვიფოთ ჩანგლით და ჩავასხათ ნელნელა ფქვილის შუაგულში. ავურიოთ, თანდათან დავამატოთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა წყალი და მოვზილოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ და მივცეთ კვადრატული ფორმა. მარგარინი გავყოთ 4 ნაწილად. გაბრტყელებულ ცომს ზემოდან გადავუსვათ მარგარინის 1 ნაწილი, ისე რომ მთელ ცომზე კარგად განაწილდეს, შეგვიძლია ამისათვის გრძელი, ბლაგვპირიანი დანა მოვიშველიოთ. შემდეგ ცომი დავკეცოთ ოთხად და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. გამოვიღოთ, იმავე მიმართულებით გავაბრტყელოთ როგორც პირველად, გადავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, კარგად გავათანაბროთ და ისევ ოთხად დავკეცოთ, შევდოთ მაცივარში 15 წუთით. გამოვიღოთ ისევ გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინი, დავკეცოთ და მაცივარში უკვე 10 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, გადავუსვათ მარგარინის ბოლო ნაჭერი, ისევე დავკეცოთ ოთხად და მაცივარში 5 წუთით მოვათავსოთ. ასეთი ცომი უკვე მზადაა მოხმარებისთვის. ცომის მაცივარში შენახვა შეგვიძლია მჭიდროდ დახურულ პოლიეთილენის პარკში 4-5 დღის მანძილზე.
რჩევა: ვეცადოთ რომ ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იგივე მიმართულებით გავაბრტყელოთ.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !